2010 წლის 25 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ქ.თბილისის 137–ე საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი ”ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე”, სადაც წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა და აღნიშნული სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი ძალებით ნაგვისგან გაწმინდეს და გახსნეს საბავშვო ბაღსა და ეკლესიისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა.